ჯონმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:"ექიმებს არ სჯეროდათ, რომ უვნებელი გადავრჩი. სამწუხაროდ, მეორე ავტომობილში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ღმერთის მადლობელი ვარ. უნდა გწამდეთ ღმერთი. ჩემი გადარჩენა ნამდვილი სასწაული იყო".
ავტომობილის მძღოლი, კრისტოფერ კლემენტი, ვინაც ავტოავარია გამოიწვია, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
26 წლის ბოსტოკი ტრინიდადშია დაბადებული, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში რამოდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.
3 მარტი ჯერ არ დამდგარა