პაოლო მალდინი: ფეხბურთს მხოლოდ "მილანისა" და იტალიის ნაკრების გამო დავუბრუნდები

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარული კაპიტანი პაოლო მალდინი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯერჯერობით კვლავ ისვენებს. იგი ფეხბურთში დაბრუნებას არ ჩქარობს. ამ თემის შესახებ მას იტალიელი ჟურნალისტები გაესაუბრნენ.

"ფეხბურთში შესანიშნავი კარიერა მქონდა. ვიცი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, ეს დიდებული ისტორია იყო.

კარიერაში მხოლოდ ორი არჩევანი გავაკეთე, ეს იყო - "მილანი" და იტალიის ნაკრები.

თუ როდისმე ფეხბურთს დავუბრუნდები, ეს მხოლოდ "როსონერის" ან იტალიის ნაკრების გამო მოხდება", - აღნიშნა მალდინიმ.

მალდინი ამჟამად, ამერიკული საფეხბურთო კლუბ "მაიამის" ერთ-ერთ მფლობელია. გასულ წელს მან
ძალები პროფესიონალურ ჩოგბურთშიც მოსინჯა. იტალიის ერთ-ერთ საჩოგბურთო ტურნირზე მალდინიმ სტეფანო ლანდონიოსთან ერთად ითამაშა, თუმცა 1:6, 1:6 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული