ანტონიო კონტე: ტიტულების მოგება მნიშვნელოვანი არაა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განცხადებით, გუნდში მთავარი სწორი და გამართული მუშაობაა, ტიტულების მოგება კი მეორეხარისხოვანია.

"მიმდინარე სეზონსაც შემიძლია კარგი ვუწოდო. მე ჩემს სამუშაოს თავს შესანიშნავად ვართმევ, ისევე, როგორც ჩემი ფეხბურთელები. ეს ყველაფერი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ტიტულების მოგება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელმა და მწვრთნელმა თავისი სამუშაო კარგად შეასრულონ. პრემიერლიგაში ორი კლუბია, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან; დანარჩენნი კი ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ეპაექრებიან ერთმანეთს.

გასულ სეზონში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ და შემიძლია ვთქვა, რომ პატარა სასწაულიც მოვახდინეთ. სიტუაცია "ჩელსიში" შეიძლება ყოველდღიურად შეიცვალოს.

"ჩელსი" ის
არაა, რაც რამდენი წლის უკან იყო, ახლა სულ სხვანაირია და ალბათ, მომავალშიც შეიცვლება", - აღნიშნა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული