01:54 27-01-2018
იუბილარ მოურინიოს საიუბილეო მატჩში სანჩესმა "მანჩესტერში" დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა [VIDEO]
AutoSharing Option
იოვილი 45 000-იანი ქალაქია, მისი გუნდი მე-2 ლიგაზე დასარჩენად იბრძვის და ქალაქის 9-ათასიანი სტადიონი პირთამდე შეივსო. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მათ ინგლისური და მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი ესტუმრა.
თუმცა, "იოვილმა" ვერ შესძლო "მანიუსთვის" ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და 0:4 დამარცხდა. გოლები მარკუს რეშფორდმა, ანდერ ერერამ, ჯესი ლინგარდმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.
ამ შეხვედრაში ორი ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდა: "იუნაიტედის" შემადგენლობაში პირველად ითამაშა "არსენალიდან" გადაყვანილმა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, რომლის პასით ერერამ 61-ე წუთზე გოლი გაიტანა (ჩილელი 72-ე წუთზე შეცვალეს) და გუნდმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, რომელიც 55 წლისა მოიყარა. ამ 100 შეხვედრიდან "მანჩესტერმა" 62 მოიგო, 23 ფრედ დაასრულა და 15 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ



140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


