იუბილარ მოურინიოს საიუბილეო მატჩში სანჩესმა "მანჩესტერში" დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასის მე-4 რაუნდში "მანჩესტერმა" სტუმრად გაანადგურა მე-2 ლიგის (რანგით მე-4 დივიზიონია) ერთ-ერთი აუტსაიდერი "იოვილ თაუნი" 4:0 და მერვედფინალში გავიდა.

იოვილი 45 000-იანი ქალაქია, მისი გუნდი მე-2 ლიგაზე დასარჩენად იბრძვის და ქალაქის 9-ათასიანი სტადიონი პირთამდე შეივსო. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მათ ინგლისური და მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი ესტუმრა.

თუმცა, "იოვილმა" ვერ შესძლო "მანიუსთვის" ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და 0:4 დამარცხდა. გოლები მარკუს რეშფორდმა, ანდერ ერერამ, ჯესი ლინგარდმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.

ამ შეხვედრაში ორი ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდა: "იუნაიტედის" შემადგენლობაში პირველად ითამაშა
"არსენალიდან" გადაყვანილმა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა, რომლის პასით ერერამ 61-ე წუთზე გოლი გაიტანა (ჩილელი 72-ე წუთზე შეცვალეს) და გუნდმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, რომელიც 55 წლისა მოიყარა. ამ 100 შეხვედრიდან "მანჩესტერმა" 62 მოიგო, 23 ფრედ დაასრულა და 15 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული