Dailymail: "არსენალმა" ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Dailymail-ის ცნობით, ლონდონის "არსენალმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და პიერ-ემერიკ ობამეიანგი "მეთოფეთა" მაისურს მოირგებს.

"კანონიერებს" ეს სიამოვნება 55,4 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. ფეხბურთელს 3,5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, რა დროშიც გასამრჯელოს სახით კვირაში 180 000 ფუნტს დაუნიშნავენ.

აღნიშნული გარიგება "არსენალისთვის" სარეკორდოა. აქამდე მათი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტი იყო, რომელშიც ლონდონელებმა 52 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ობამეიანგის ტრანსფერის შემდეგ "არსენალს", სავარაუდოდ, დატოვებს ოლივიე ჟირუ, რომელიც "ჩელსის" მიაშურებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული