"კანონიერებს" ეს სიამოვნება 55,4 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. ფეხბურთელს 3,5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, რა დროშიც გასამრჯელოს სახით კვირაში 180 000 ფუნტს დაუნიშნავენ.
აღნიშნული გარიგება "არსენალისთვის" სარეკორდოა. აქამდე მათი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტი იყო, რომელშიც ლონდონელებმა 52 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
ობამეიანგის ტრანსფერის შემდეგ "არსენალს", სავარაუდოდ, დატოვებს ოლივიე ჟირუ, რომელიც "ჩელსის" მიაშურებს.