"უბედნიერი ადამიანი ვარ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავს ჩემთვის "მილუოლში" დაბრუნება. ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. პირველ რიგში კი, მადლობას გუნდის მწვრთნელ ნილ ჰარისს ვუხდი, რომელმაც ჩემი დაბრუნება გადაწყვიტა", - აღნიშნა კეჰილმა.
"მილუოლის" შემდეგ ავსტრალიელმა თავი შესანიშნავად "ევერტონში" წარმოაჩინა, სადაც 8 წლის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.
ბოლოს იგი სამშობლოში ირჯებოდა, სადაც "მელბურნ სიტის" მაისურს ირგებდა.