"უოტფორდის" ფეხბურთელმა შეცვლის გამო იტირა

AutoSharing Option
2018 წლის 6 თებერვალი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო "უოტფორდის" ისტორიაში, თუმცა არა მათ ფორვარდ რიჩარილსონისთვის.  მართალია, ბრაზილიელმა 64 წუთი ითამაშა, მაგრამ იგი შემდეგ რობერტო პერეირათი შეცვალეს.

სათადარიგოთა შორის გადანაცვლებისას, რიჩარილსონი ცრემლებს ვერ იკავებდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ მას გუნდის დახმარება უნდოდა და გული ძალიან დაწყდა შეცვლის გამო.

ხავი გრასიას გუნდმა "ჩელსი" 4:1 გაანადგურა. როდესაც რიჩარილსონმა მოედანი დატოვა, მაშინ ანგარიში 1:0 იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული