ოლივიე ჟირუს საშინელი ერთი კვირა

AutoSharing Option
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ფეხბურთელი, რომლის გუნდიც ერთ კვირაში ერთად 10 გოლს, მით უმეტეს, პრემიერლიგაში გაუშვებს, თუმცა ოლივიე ჟირუს კლუბებმა ეს მოახერხეს.

30 დეკემბერს მისი "არსენალი" "სუონსისთან" 1:3 დამარცხდა. მეორე დღეს იგი "ჩელსიში" გადავიდა და ამჯერად "არისტოკრატებმა" "ბორნმუთთან" 1:3 წააგეს.

გუშინდელ შეხვედრაში კი, "უოტფორდმა" "ჩელსი" კვლავ არ დაინდო და მეტოქე 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჟირუმ ამ სამ შეხვედრაში სულ 42 წუთი ითამაშა, თუმცა გუნდში ირიცხებოდა. მომდევნო მატჩს "ჩელსი" 13 თებერვალს "ვესტ ბრომვიჩთან" გამართავს და პრემიერლიგის ეგიდით "ვესტ ბრომვიჩს" დაუხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული