ინგლისურმა პრემიერლიგამ იანვრის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად "ბორნმუთის" თავკაცი ედი ჰაუ აღიარეს.
იანვარში "ბორნმუთმა" ჰაუს ხელმძღვანელობით სტუმრად "ჩელსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა, შინ "არსენალს" 2:1 სძლია და საგარეო ფრეები მოიპოვა "ვესტ ჰემთან" და "ბრაიტონთან".
აქამდე 4 თვე ზედიზედ ამ ჯილდოს "მანჩესტერ სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იღებდა.