01:59 20-02-2018
"მანჩესტერ სიტი" ინგლისის თასზე მესამე დივიზიონის "უიგანთან" დამარცხდა[VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის 45+2-ე წუთზე მეტოქე გუნდის ჰავბეკთან მაქს პაუერთან უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა "ქალაქელთა" ნახევარმცველს ფაბიან დელფს, რის შემდეგაც "სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჯერ მოედანზე, ხოლო მერე სტადიონის გვირაბში "უიგანის" მენეჯერს პოლ კუკს ეკამათა.
79-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა უილიამ გრიგმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც "საუთჰემპტონს" შეხვდება.
რეფერის საფინალო სატვენისთანავე "უიგანის" გულშემატკივრები მოგების აღსანიშნავად მოედანზე გადავიდნენ, "ქალაქელთა" ფანებმა კი სარეკლამო დაფები დაამტვრიეს და სტიუარდებს გადაუყარეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა ფული გაკეთდა?
0
0
ულამაზესი გოლი გაუტანეს სიტის,მსაჯებმაც არ დაჩაგრეს რანგით დაბალი გუნდი
3
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული