"ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა და მეორე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურში "ლივერპულმა" "ენფილდზე" 4:1 დაამარცხა "ვესტ ჰემი" და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მორიგი გოლი გაიტანა მოჰამედ სალაჰმა და ახლა "ტოტენჰემის" ფორვარდთან ჰარი კეინთან ერთად 23-23 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.  ის პრემიერლიგაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ინგლისის პირველობაზე 20 გოლი ცაციათი გაიტანა. "ჩაქუჩების" კარი აგრეთვე ემრე ჯანმა, რობერტო ფირმინომ და სადიო მანემ დალაშქრეს. სტუმართაგამ ერთი საპასუხო გოლის ავტორი ანტონიოა.

ხვალ "კრისტალ პალასი" "ტოტენჰემს" მასპინძლობს, "მანჩესტერი" კი "ჩელსის". რაც შეეხება "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს", ინგლისის თასის ფინალში ხვდებიან ერთმანეთს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული