"მანჩესტერ სიტიმ" "უემბლიზე" "არსენალი გაანადგურა და ინგლისის ლიგის თასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასის ფინალში "უემბლიზე" (მატჩს 85 671 მაყურებელი დაესწრო) "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-18 წუთზე სერხიო აგუერომ მეკარე კლაუდიო ბრავოს პასით გახსნა, მეორე ტაიმში კი დავიდ ოსპინას გოლები ვენსან კომპანიმ და დავიდ სილვამ გაუტანეს.

"ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ კარიერაში მწვრთნელის რანგში 22-ე ტურნირი მოიგო, მათ შორის 11 ფინალიდან 10. ეს ინგლისში მის მიერ მოპოვებული პირველი ჯილდოა. მას ჯემპრზე დაპატიმრებული კატალონიელი პოლიტიკოსების მხარდასაჭერი ბაფთა ჰქონდა მიმაგრებული.

სერხიო აგუერომ მეოთხედ გაიტანა "სიტიში" სეზონში 30 და მეტი გოლი. 199
გოლით ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

"არსენალმა" ბოლოს 3 გოლი "უემბლიზე" 19 წლის წინ გაუშვა.

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა "მეთოფეთა" თამაშს სირცხვილი უწოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული