გარი ნევილი: დე ხეა "მანჩესტერში" მსოფლიოს კლასის ერთადერთი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა "მანიუს" შემადგენლობაზე ისაუბრა:

"დე ხეა "მანჩესტერში" მსოფლიოს კლასის ერთადერთი ფეხბურთელია. სანჩესი უკანასკნელი 5-6 წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ ვერ თამაშობს საუკეთესოდ.

ანტონიო ვალენსიაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. ის ბოლო 2-3 სეზონია მართლაც ჩინებულად ირჯება.

მოურინიო ჯერ ისევ ვერ ჩამოყალიბდა, როგორ გამოიყენოს მოედანზე ერთად ლუკაკუ, რეშფორდი, მარსიალი და სანჩესი. ვერ გაიგებ, ვინ უნდა ითამაშოს შეტევაში მარჯვნივ. ჯერ იქ მარსიალი თამაშობდა, მერე სანჩესი, თუმცა იდეალურად არც ერთი არ გამოიყურებოდა.

მათ ყველას თავდასხმის ცენტრში სურთ თამაში.
საინტერესოა როგორ განლაგდებიან მოედანზე. უნდა დაამტკიცონ, რომ ერთად თამაში შეუძლიათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული