პეპ გვარდიოლა: 5 მატჩი უნდა მოვიგოთ და ჩემპიონები ვართ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 28-ე ტურში, ლონდონში "არსენალის" 3:0-ზე დამარცხების შემდეგ, კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინეთ და სამი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მერე გაგვიჭირდა. მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი ცუდად ჩავატარეთ. თუმცა,  შედეგი მაინც დიდებულია.

ინგლისის თასიდან გამოვარდით და ლიგის თასი მოვიგეთ. დარჩა 2 ტურნირი, აქედან ერთში 10 თვე ვთამაშობთ. ჩემპიონობისაკენ უკანასკნელ ნაბიჯებს ვდგამთ. 5 მატჩის მოგება გვინდა. ამაზე ძალიან ბევრს არ ვფიქრობთ.

ახლა "ჩელსის" ვხვდებით. იმედია, მოგების სურვილი არ დაგვიკარგავს. ინგლისის საუკეთესო გუნდი უნდა გავხდეთ. დაღლილობა სულ დაგვავიწყდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული