არსენ ვენგერი გადადგომას არ აპირებს

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი გადადგომას არ აპირებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია.

ვენგერს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება. გულშემატკივრები კი უკმაყოფილოები არიან გუნდის უხეირო თამაშით და არსენის სამუშაოდან დათხოვნას ითხოვენ.

"არსენალი" 29 ტურის შემდეგ 33 ქულით პრემიერლიგაში მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული