RMC Sport-ის ჟურნალისტი: რიად მაჰრეზის "ფეისბუქი" გატეხეს

AutoSharing Option
Rmc Sport-ის ჟურნალისტის, ლოიკ ტანზის თქმით, "ლესტერის" ნახევარმცველ რიად მაჰრეზის კარიერის დასრულების ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და მას "ფეისბუქგვერდი" გაუტეხეს.

როგორც იცით, გუშინ, გვიან ღამით, ალჟირელი ფეხბურთელის "ფეისბუქგვერდზე" გაჩნდა პოსტი, სადაც იგი კარიერის დასრულების შესახებ იუწყებოდა.

ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით, "მელიათა" ხელმძღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული