ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერის" გულშემატკივარს შეფურთხებისთვის ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ (2:1) "წითლების" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა "მანიუს" გულშემატკივარს და მის 14 წლის ქალიშვილს ავტომობილიდან შეაფურთხა. ამის გამო Sky Sports-მა კარაგერს საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობა აუკრძალა. კარაგერმა ბოდიში მოიხადა და თავი ასე იმართლა:

"სისულელე ჩავიდინე. ამის ახსნა ძნელია. ყველაფრის მიუხედავად, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მათ ოჯახს დავურეკე. გოგონას ველაპარაკე. ვნანობ. მეც მყავს ქალიშვილი და არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული