იურგენ კლოპი: "ლივერპულში" სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ინგლისელმა ჟურნალისტებმა სიტყვა არსენ ვენგერსა და ალექს ფერგიუსონზე ჩამოუგდეს.

კითხვა შემდეგში მდგომარეობდა - აპირებთ თუ არა "ენფილდზე" იმდენ ხანს დარჩენას, რამდენ ხანსაც ეს სპეციალისტები თავიანთ გუნდში იყვნენ?

"არა, ამის არანაირი შანსი არ არსებობს. ვენგერსა და ფერგიუსონს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას შემდეგ ფეხბურთი ძალიან შეიცვალა.

ვფიქრობ, მათი გატარებული პირველი 15 წელი თავიანთ გუნდებში არდადეგებივით იყო. ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა.

50 წლის ვარ და როგორ ფიქრობთ, 20 წლის განმავლობაში "ლივერპულში" გავჩერდები? ვფიქრობ, ეს ზედმეტი იქნება",
- აღნიშნა კლოპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული