"ჩელსი" ჩემი სახლია! - ნ'გოლო კანტემ ჭორებს უპასუხა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს თქმით, "არისტოკრატებში" ის თავს მშვენივრად გრძნობს და პსჟ-ში გადასვლას არ აპირებს.

"ჩელსიში" ეს ჩემი მეორე წელია. გასული სეზონი ჩვენთვის შესანიშნავი იყო, რადგან პრემიერლიგის ჩემპიონები გავხდით.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძვით, რაც ძალიან კარგია.

ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვიგოთ ინგლისის თასიც, სადაც გასულ წელს ფინალში დავმარცხდით.

"ჩელსიში" თავს, როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ. ეს ჩემი კლუბია და არსად წასვლას არ ვაპირებ", - აღნიშნა კანტემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული