პირველივე ვარჯიშზე არ მოცელო - მოურინიო როხოს, როცა სანჩესი აიყვანეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მარკოს როხო მოჰყვა, თუ როგორი იყო მისი პირველი რეაქცია, როცა ალექსის სანჩესის ტრანსფერი გაიგო.

"ჯანდაბა, ოღონდ ეს არა. ახლა ეს ბიჭი აქ ითამაშებს", - იხსენებს როხო.

არგენტინელი ფიქრობდა, რომ მასსა და სანჩესს შორის დაძაბული ურთიერთობა მათ შეთამაშებას შეუშლიდა ხელს.

"დუბაიში ვიყავით. ჩემთვის ვიჯექი, ფილმს ვუყურებდი, როცა ჟოზე მომიახლოვდა, მხარზე დამადო ხელი. "ალექსისს ვყიდულობთ. არ მინდა, რომ ხვალ პირველივე ვარჯიშზე მოცელო", - იხუმრა მოურინიომ".

როხო და სანჩესი ერთმანეთის წინააღმდეგ არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებსა და ასევე, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და
ლონდონის "არსენალს" შორის მატჩებში თამაშობდნენ. ფეხბურთელებს შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული