ფრანგი სპეციალისტის თქმით, როგორც ფრანგს, ისე ინგლისელს, "ემირაეტსის" დატოვება არ სურდათ, თუმცა ნაკლები სათამაშო დროის გამო ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე ფეხბურთელს კი "მეთოფეთა" გუნდი ძალიან უყვარს.
ტეო უოლკოტი, ვინც ახლა ბურთს "ევერტონში" აგორებს, "არსენალში" 12 წლის განმავლობაში ირჯებოდა და "მეთოფეები" 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დატოვა.
ოლივიე ჟირუ კი, რომელიც ლონდონის "ჩელსის" წევრია, 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გასხვისდა.