კევინ დე ბრუინი: ჟოზე მოურინიო საერთოდ არ მეკონტაქტებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა თავის ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

"ჩემსა და მოურინიოს შორის ყოველთვის დისტანცია იყო. არ განვეკუთვნები იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც ბევრს საუბრობენ.

ჟოზეს არცერთხელ არ გამოუჩენია ინიციატივა, ჩემთან მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. ვფიქრობ, ეს სწორედ მწვრთნელის საქმეა.

პორტუგალიელს მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე: პირველად, როდესაც "დორტმუნდის" ვარიანტი გამომიჩნდა და მეორედ, როდესაც "ვოლფსბურგში" გადავედი.

მე მას ვეუბნებოდი, რომ წასვლა და ფეხბურთის თამაში მსურდა", - აღნიშნა დე ბრუინმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული