ოფიციალურად: დიდი ერა სრულდება, არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს წავა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, არსენ ვენგერი "მეთოფეებს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

ფრანგმა სპეციალისტმა სპეციალური წერილიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ "არსენალში" გატარებული თითოეული დღე მისთვის დაუვიწყარია.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მან კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთობლივი დისკუსიის შედეგად მიიღო.

68 წლის მწვრთნელის თქმით, ის სამუდამოდ "მეთოფეთა" გულშემატკივრად დარჩება.

არსენ ვენგერი ლონდონის "არსენალს" სათავეში 1996 წლიდან ედგა. მან კლუბთან ერთად სამჯერ პრემიერლიგა, შვიდჯერ Fa Cup-ი და ასევე შვიდჯერ FA Community Shield-ის თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პსჟ-ში საინტერესო იქნება ეს კაცი....
0

სიახლეები პოპულარული