აი, რა ბრძანა გერმანელმა სპეციალისტმა:"შემადგენლობის შეცვლა მომიწია, ეს კი სათამაშო რიტმს არღვევს. ტრავმა არავის არ მიუღია და წინ მივიწევთ. ჩემი საუკეთესო მწვრთნელი ამბობდა, რომ ასეთი ქულა სეზონის ბოლოს ძალზედ მნიშვნელოვანია.
ასე მგონია, ნაღდი პენალტი არ მოგვცეს. ადრე ვთქვი, რომ ჩვენ და "მანჩესტერ სიტის"
საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, თუმცა უკმაყოფილო მაინც არა ვარ. ერთი ქულა არაა ურიგო შედეგი".