იურგენ კლოპი: ნაღდი პენალტი არ მოგვცეს

AutoSharing Option
პრემიერლიგის 36-ე ტურში "ლივერპულმა" "ენფილდზე" ვერ შეძლო "სტოკის" დამარცხება (0:0), თუმცა ამის გამო მისი მენეჯერი იურგენ კლოპი დიდად დამწუხრებული არ დარჩენილა, რადგან ინგლისის პირველობაზე საქმეები ურიგოდ არ მისდით და აზრით და გონით უფრო სხვაგანაა - რომის "ოლიმპიკოზე".

აი, რა ბრძანა გერმანელმა სპეციალისტმა:"შემადგენლობის შეცვლა მომიწია, ეს კი სათამაშო რიტმს არღვევს. ტრავმა არავის არ მიუღია და წინ მივიწევთ. ჩემი საუკეთესო მწვრთნელი ამბობდა, რომ ასეთი ქულა სეზონის ბოლოს ძალზედ მნიშვნელოვანია.

ასე მგონია, ნაღდი პენალტი არ მოგვცეს. ადრე ვთქვი, რომ ჩვენ და "მანჩესტერ სიტის"
ჩემპიონთა ლიგაზე ამ მხრივ გაგვიმართლა, აქ კი ნაკლებად. ნუ, არ გვაძლევენ თერთმეტმეტრიანებს.

საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, თუმცა უკმაყოფილო მაინც არა ვარ. ერთი ქულა არაა ურიგო შედეგი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული