მოჰამედ სალაჰი: მთელი ჩემი ამბიციები "ლივერპულს" უკავშირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ეგვიპტელი ლიდერის, მოჰამედ სალაჰის თქმით, ის "ენფილდის" ბინადარია და არსად წასვლას არ აპირებს.

"თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და ყველაფერი დიდებულად მიდის. მთელი ჩემი მომავალი ამბიციები "ლივერპულს" უკავშირდება.

ჩვენ ბრწყინვალე სეზონი გვაქვს - ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ეს შესანიშნავი მიღწევაა.

მჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი მიზნები გვაქვს", - აღნიშნა სალაჰმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული