მოურინიომ ბონუჩის დაურეკა - ლეო, გადმოდი ჩვენთან

AutoSharing Option
Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ზაფხულში "მილანის" მცველი ლენარდო ბონუჩი იქნება.

უფრო მეტიც, გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 31 წლის იტალიელს დაურეკა კიდეც და მასთან გადასვლა თავად შესთავაზა.

ბონუჩის ღირებულება 42 მილიონი ევროა. მისი დამატება ასევე მადრიდის "რეალსა" და ლონდონის "ჩელსისაც" სურთ.

"მილანს" კი გუნდის კაპიტნისა და ასევე, ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, ვისაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ წასვლაზე მწვანე შუქი აუნთო.

▶ "მილანმა" რეინა მუქთად აიყვანა და მზადაა დონარუმა ძვირად გაყიდოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული