"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ჩელსი" ახლოსაა, შეთანხმებას მიაღწიოს ლორან ბლანთან და გუნდის მწვრთნელად დანიშნოს.

უფრო მეტიც, ფრანგი სპეციალისტი და "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა უკვე შეთანხმებულებიც ყოფილან. ერთადერთი პრობლემა კი ისაა, თუ ვინ იქნება ბლანის ასისტენტი ლონდონში.

ჟან-ლუი გასეტი, ვინც ლორანთან ერთად "ბორდოშიც" და საფრანგეთის ნაკრებშიც მუშაობდა, ამჟამად "სენტ ეტიენს" წვრთნის და გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

ახლა ბლანი დასაქმებას ფრენკ პასის სთავაზობს, რომელიც "ლილის" დროებითი მწვრთნელია.

რაც შეეხება "ჩელსის" გაძღოლის კიდევ ერთ კანდიდატ მაურისიო სარის, "ნაპოლი" მის სანაცვლოდ 7 მილიონ ფუნტს ითხოვს,
რომლის გადახდაც "არისტოკრატებს" არ სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული