პრემიერლიგა სუპერმატჩით გაიხსნება - ინგლისის ჩემპიონატი 11 აგვისტოს დაიწყება

AutoSharing Option
დღეს ინგლისის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის კალენდარი გახდა ცნობილი.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი 2018 წლის 11 აგვისტოს დაიწყება.

მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" გასვლით შეხვედრაში "არსენალს" დაუპირისპირდება. ვიცე-ჩემპიონი "იუნაიტედი" "ლესტერს" მიიღებს.

"ლივერპული" "ენფილდზე" "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს, "ტოტენჰემი" "ნიუკასლს" ესტუმრება, "ჩელსი" კი გასვლით მატჩში ძალებს "ჰადერსფილდთან" მოსინჯავს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული