უნაი ემერის კლუბს "სამპდორიიდან" ლუკას ტორეირა გააძლიერებს, "მეთოფეებს" კი ეს სიამოვნება 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
გენუური კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ დაადასტურა, რომ 22 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი ლონდონურ გუნდში გადადის.
მანვე აღნიშნა, რომ ტორეირა "სამპდორიამ" "პესკარადან" 3 მილიონ ევროდ შეიძინა და 30 მილიონ ევროდ გაყიდა, რაც დიდებული შედეგი და სწორი მუშაობის ნაყოფია.
კლუბი ამ თანხას განვითარებასა და წინსვლას მოახმარს.
"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა
ემერისთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ... - ჯეკ უილშირი "არსენალს" დატოვებს