"ლივერპულის" ყოფილ მცველს თავის ტვინის კიბო დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ლივერპულის" ყოფილ მცველ ხოსე ენრიკეს თავის ტვინის კიბო დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს.

ოპერაცია 9 საათის განმავლობაში ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში მიმდინარეობდა. ენრიკე ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის პროცედურებს გადის.

"ამ ყველაფრის შემდეგ სიცოცხლეს უფრო მეტად აფასებ. ფეხბურთელები სხვა სამყაროში ცხოვრობენ. შენ კარგავ საკუთარ თავს და ფიქრობ, რომ უძლეველი ხარ.

გასული კვირა ჩემს ცხოვრებაში საშინელი პერიოდი აღმოჩნდა. მადლობა ყველას, ვინც მე გვერდში მედგა", - დაწერა ენრიკემ სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში პოსტი ყოფილი ფეხბურთელის მეგობარმა ემი ჯეინმაც
გამოაქვეყნა.

მან აღნიშნა, რომ ენრიკე არასდროს სვამდა ალკოჰოლურ სასმელსა და ეწეოდა სიგარეტს. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანსაღი საკვებით იკვებებოდა და სპორტულად ცხოვრობდა.

32 წლის ესპანელს გამამხნევებელი შეტყობინებები მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლუის სუარესმა და სხვა ფეხბურთელებმა გაუგზავნეს.

ხოსე ენრიკემ კარიერა 2017 წელს "სარაგოსაში" დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული