"მანჩესტერ იუნაიტედს" რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებას გეგმავს.

The Sun-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელის აგენტს, პინი ზახავის დაუკავშირდნენ და 29 წლის თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ინგლისელები მზად არიან, სხვა კლუბებს, ვისაც პოლონელის გადაბირება სურთ, კონკურენცია გაუწიონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევანდოვსკის აგენტი სამ ევროპულ კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. საუბარი მაშინ მადრიდის "რეალსა" და ლონდონის "ჩელსიზე" იყო.

altლევანდოვსკიმ "ბაიერნს" შეატყობინა - წასვლა და ახალი გამოწვევები მსურს

მკითხველის კომენტარები / 1 /
არა მაურინიოსთან რა ჯანდაბა გინდა, ისევ ლუკაკუ უნდა გგაგდოს გუნდიდან?
იმერელი
17:31 27-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული