ლონდონელებმა მის სანაცვლოდ 16 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, ფეხბურთელს კი გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
სოკრატისს კარიერის განმავლობაში "ჯენოაში", "მილანსა" და "ვერდერში" უთამაშია, ბოლოს კი "დორტმუნდში" ირიცხებოდა.
ბერძენი მცველი "არსენალისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მესამე შენაძენია.
"მეთოფეებმა" "ლევერკუზენიდან" ბერნდ ლენო, ხოლო "იუვენტუსიდან" სტეფან ლიხტშტაინერი უკვე დაიმატეს.
"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა
ლონდონის "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა