"მეთოფეებმა" ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მის ყოფილ კლუბ "სამპდორიას" კი 26,4 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.
სამხრეთამერიკელმა თქვა, რომ მოხარულია ისეთ გუნდში გადასვლით, როგორიც "არსენალია". მანვე განაცხადა, რომ ამ ტრანსფერში დიდი როლი უნაი ემერიმ ითამაშა, ვინც მისი დამატების მთავარი ინიციატორი იყო.
ტორეირამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ გუნდ "სამპდორიას" დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ გენუური კლუბი ყოველთვის მის გულში დარჩება.
ლონდონის "არსენალმა" 30 მილიონ ევროდ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა