საიტმა იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი პრესკონფერენციის ვიდეო გამოაქვეყნა და მას ტყუილი ინგლისური სუბტიტრები დაადო.
"არასამართლიანად დამითხოვეს და ავხსნი, რატომაც. წინა სეზონში რაც მოხდა, ჩემი ბრალი იყო?!
არა, არა და არა!
ჩემი ხელმძღვანელობით, გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა, ეს კი იმაზე კარგი მაჩვენებელია, ვიდრე "ჩელსის" ნათამაშები სეზონების 90% პრემიერლიგაში.
თუ არ გჯერათ, წადით და გუნდის მუზეუმი შეამოწმეთ. პირველ წელს მე პრემიერლიგა და FA CUP-ი მოვიგე.
გუნდში როდესაც მოვედი, საშინელი ვითარება იყო, მაგრამ 1 წელში ყველაფერი გამოვასწორე.
აი, რა მინდა ვუთხრა აბრამოვიჩს: შენ რუსი ოლიგარქი და იდიოტი ხარ!
ვინ მოიყვანა მწვრთნელად მაურიციო სარი? გინდა, იცოდე, მას რამდენი ტიტული აქვს მოგებული?
არცერთი.
ვნახოთ, რას იზამთ შემდეგ სეზონში და იმედი მაქვს, გავარდებით", - ნათქვამია ტყუილ სუბტიტრებში.
ოფიციალურად: "ჩელსიმ" კონტე გაუშვა და სარის დღეს, ანდაც ხვალ წარადგენს