აბრამოვიჩ, რუსი ოლიგარქი და იდიოტი ხარ! - Talksport-მა ანტონიო კონტე დატროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოპულარულმა საიტმა Talksport-მა ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დატროლა.

საიტმა იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი პრესკონფერენციის ვიდეო გამოაქვეყნა და მას ტყუილი ინგლისური სუბტიტრები დაადო.

"არასამართლიანად დამითხოვეს და ავხსნი, რატომაც. წინა სეზონში რაც მოხდა, ჩემი ბრალი იყო?!

არა, არა და არა!

ჩემი ხელმძღვანელობით, გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა, ეს კი იმაზე კარგი მაჩვენებელია, ვიდრე "ჩელსის" ნათამაშები სეზონების 90% პრემიერლიგაში.

თუ არ გჯერათ, წადით და გუნდის მუზეუმი შეამოწმეთ. პირველ წელს მე პრემიერლიგა და FA CUP-ი მოვიგე.

გუნდში როდესაც მოვედი, საშინელი ვითარება იყო, მაგრამ 1
წელში ყველაფერი გამოვასწორე.

აი, რა მინდა ვუთხრა აბრამოვიჩს: შენ რუსი ოლიგარქი და იდიოტი ხარ!

ვინ მოიყვანა მწვრთნელად მაურიციო სარი? გინდა, იცოდე, მას რამდენი ტიტული აქვს მოგებული?

არცერთი.

ვნახოთ, რას იზამთ შემდეგ სეზონში და იმედი მაქვს, გავარდებით", - ნათქვამია ტყუილ სუბტიტრებში.

altოფიციალურად: "ჩელსიმ" კონტე გაუშვა და სარის დღეს, ანდაც ხვალ წარადგენს

altოფიციალურად: მაურიციო სარიმ "ჩელსი" ჩაიბარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული