ალისონის "ლივერპულში" ტრანსფერში დიდი როლი მოჰამედ სალაჰმა ითამაშა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახლადშეძენილმა მეკარე ალისონმა განაცხადა, რომ მისი ტრანსფერი დიდწილად ყოფილმა თანაგუნდელმა მოჰამედ სალაჰმა განაპირობა.

მას ისეთი კლუბებიც ეპატიჟებოდნენ, როგორებიც მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" არიან.

ბრაზილიელი კარის დარაჯი თავის მომავალზე ფიქრობდა და არჩევანს აკეთებდა, მას კი მოჰამედ სალაჰმა შემდეგი სახის ტექსტი მისწერა:

- "ალისონ, რაღას ელოდები, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან"?.

- "მოჰამედ, დაწყნარდი! უკვე გზაში ვარ", - უპასუხა ალისონმა.

შეგახსენებთ, რომ "რომას" ყოფილი კარის დარაჯი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

alt"ლივერპულმა" როგორც იქნა, გადაჭრა მეკარის პრობლემა - ალისონი 62 მილიონად

შეიძინა
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ უკვე გზაში იყო სალაჰმა როგორ ითამაშა მთავარი როლი :დდდდდ რეალურად თავისმა ცოლმა დაიყოლია
levan
08:07 24-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული