მე დავბრუნდები! - სერ ალექს ფერგიუსონი ოპერაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი პირველად გამოჩნდა.

მან ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ყველას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში, მინდა, Macclesfield-ის, Salford Royal-ისა და Alexandra hospitals-ის საავადმყოფოებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

დამიჯერეთ, ამ ადამიანების გარეშე, რომლებიც ჩემზე ძალიან ზრუნავდნენ, აქ არ ვიქნებოდი.

მთელი მსოფლიოდან უამრავი შეტყობინება მივიღე, რამაც კიდევ უფრო გამამხნევა.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა.

მოგვიანებით, ამ სეზონში, "მანჩესტერის" თამაშების საყურებლად დავბრუნდები. მინდა, ჟოზე მოურინიოსა და მის ფეხბურთელებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო", -
აღნიშნა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონს ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ, 5 მაისს ოპერაცია გაუკეთეს, 3 დღის შემდეგ კომიდან გამოიყვანეს, 9 მაისს კი ინტენსიური თერაპიის პალატიდან სტაციონარში გადაიყვანეს, რის შემდეგაც 2 ივნისს სახლში გაწერეს.

altალექს ფერგიუსონი კომიდან გამოიყვანეს და ლაპარაკი დაიწყო

altალექს ფერგიუსონი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

altროგორია ამჟამად ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული