დავიდ სილვა: ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული თვეები იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისთვის" გასული სეზონი ბრწყინვალე აღმოჩნდა და გუნდმა პრემიერლიგაში რეკორდები დაამყარა, თუმცა კლუბის ერთ-ერთ ლიდერ დავიდ სილვას რთული პერიოდი ედგა.

ესპანელი ფეხბურთელის შვილი დღენაკლული დაიბადა, რის გამოც ის ესპანეთში ხშირად დაფრინავდა. დღეს უკვე მისი ვაჟიშვილი მატეო თავს კარგად გრძნობს.

ამ ყველაფრის შესახებ პოპულარულ ინგლისურ გამოცემა "სანს" დავიდ სილვა ესაუბრა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული თვეები იყო. ესპანეთში ჩავედი და ექიმებს ველაპარაკე, მათ არ იცოდნენ თუ რა იქნებოდა მომავალში.

ისინი მეუბნებოდნენ, რომ იმ მომენტში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ხვალ, ან რამდენიმე
დღის განმავლობაში რა მოხდება არ იცოდნენ.

როდესაც ოჯახში ასეთი პრობლემები გაქვს, შენს საქმიანობაზე კონცეტრირება ძნელია.

ახლა მატეო თავს კარგად გრძნობს და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა.

ბედნიერი ვარ და მომავალი სეზონისთვის 100%-ით მზად ვიქნები", - აღნიშნა სილვამ.

altდავიდ სილვა: ჩემი დღენაკლული შვილი გადარჩენისთვის იბრძვის

მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ღმერთს, რომ პატარა გადარჩა..
ქუთაისელი
14:21 30-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული