რიად მაჰრეზი ლონდონის "ჩელსისთან" თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა რიად მაჰრეზმა ტრავმასთან დაკავშირებით სამედიცინო შემოწმება გაიარა.

"ქალაქელთა" შიში არ გამართლდა და დაზიანება სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, მაჰრეზი ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

27 წლის ალჟირელმა კოჭის ტრავმა მიუნხენის "ბაიერნთან" (3:2) International Champions Cup-ის შეხვედრაში მიიღო.

"მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" შორის სუპერთასის მატჩი 5 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია mancity.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული