ალისონი: "ლივერპულში" უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში

AutoSharing Option
ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა "ლივერპულში" პირველი ვარჯიშის შემდეგ შთაბეჭდილება კლუბის საიტს გაუზიარა.

"ოჯახთან ერთად რამდენიმე დღე დავისვენე, მაგრამ ერთი სული მქონდა, გუნდში ვარჯიშს როდის დავიწყებდი. აქ პირველი დღეა ვარ და უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

ასე მგონია, ახალ გუნდში არ გამიჭირდება - შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, დიდებული სეზონი გველის".

ალისონი "წითლებმა" "რომასგან" 62.5 მილიონ ევროდ შეიძინეს და ეს ფეხბურთის ისტორიაში გოლკიპერის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.

alt"რომამ" ალისონის შემცვლელი და 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი იყიდა

altალისონის "ლივერპულში"

ტრანსფერში დიდი როლი მოჰამედ სალაჰმა ითამაშა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული