აირია მონასტერი - მოურინიოს ვუდვორდი არ შეხვდა, პოგბა კი "ბარსელონაში" გაურბის

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა შეხვედრაზე უარი განუცხადა, ნახევარმცველი პოლ პოგბა კი გუნდის დატოვებას გეგმავს.

პორტუგალიელი ძალიან გაღიზიანებულია იმის გამო, რომ "მანიუმ" სატრანსფერო ფანჯრისას "ლივერპულზე" 100 მილიონი ფუნტით ნაკლები, 73 მილიონი დახარჯა, მხოლოდ "ტოტენჰემის" ნახევარმცველის ტობი ალდერვეირელდის დამატებას აპირებენ და ვუდვორდს, რომელიც ფეხბურთელთა შეძენის საკითხებს განაგებს, შეხვედრა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვუდვორდმა ეს მოუცლელობით ახსნა.

"მუნდო დეპორტივო" კი ამტკიცებს, რომ შვებულებიდან დაბრუნებულ პოგბას აღარ უნდა მოუს ხელმძღვანელობით თამაში და მისი აგენტი მინო რაიოლა "ბარსელონასთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.
გამოცემის ცნობით, "ბარსა" მის კონტრაქტს 100 მილიონად გამოსყიდის.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედიდან" დათხოვნის შემთხვევაში ჟოზეს პორტუგალიის ნაკრებს ჩააბარებენ.

altჟოზე მოურინიომ შეიძლება პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს

altპოგბამ მოურინიოს თხოვნა არაფრად ჩააგდო - "ბარსელონაში" ინიესტას 8-ნომრიან მაისურს სთავაზობენ

altThe Sun: "მანჩესტერში" ჟოზე მოურინიოს ზინედინ ზიდანი შეცვლის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული