"ლივერპულის" გულშემატკივრები ლორის კარიუსის მოედანზე გამოჩენას ოვაციებით შეეგებნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ენფილდზე" შეკრებილი "ლივერპულის" გულშემატკივარი ლორის კარიუსს ოვაციებით შეეგება.

იურგენ კლოპის შეგირდებმა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართეს და საკუთარ მოედანზე "ტორინო" 3:1 დაამარცხეს.

მერსისაიდელთა კარს კლუბის ახალწვეული და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე ალისონი იცავდა, რომელიც 72-ე წუთზე ლორის კარიუსმა შეცვალა.

ინგლისელი გულშემატკივარი გერმანელ კარის დარაჯს ოვაციებით შეეგება, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომების გამო მხარდაჭერა გამოუცხადა.

მოგვიანებით, გერმანელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

alt"ლივერპულმა" ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "ენფილდზე" "ტორინოს" სძლია [VIDEO]

altრატომ არ

ყიდულობს "ლივერპული" კარიუსის შემცვლელს? - გერმანელმა მეკარემ მორიგი შეცდომა დაუშვა [VIDEO]

altიურგენ კლოპი კარიუსის შეცდომებზე ფინალში: მასზე რამოსის დარტყმამ იმოქმედა

altალისონის ზღაპრული რეაქცია და მოგერიებული ბურთი "ლივერპულში" პირველივე ვარჯიშზე [VIDEO]

altალისონის "ლივერპულში" ტრანსფერში დიდი როლი მოჰამედ სალაჰმა ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან მაგრები არიან ინგლისელი გულშემატკივრები
კახა ქირია
03:44 09-08-2018
1
აბა რა, სწორი საქციელია
ლევანი
22:13 08-08-2018
0

სიახლეები პოპულარული