"ლესტერმა" საბა კვირკველიას პოზიციაზე მოთამაშე 22 წლის მცველი იყიდა

AutoSharing Option
Skysports-ი იუწყება, რომ "ლესტერმა" "ფრაიბურგიდან" 22 წლის თურქი მცველი ჩაგლარ სოიუნჩუ შეიძინა.

"მელიებს" აღნიშნული გარიგება 19 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

აღსანიშნავია, რომ თურქი, საბა კვირკველიას მსგავსად, ცენტრალური მცველია.

როგორც იცით, "ლესტერი" ზაფხულში სწორედ ცენტრალურ მცველს ეძებდა და ერთ-ერთ ვარიანტად ქართველი ფეხბურთელიც სახელდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს გარიგება არ შედგა.

სოიუნჩუ თურქეთის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმა 15 შეხვედრაში მოირგო.

altვის შეარჩევს "ლესტერი"? "მელიები" არჩევანს საბა კვირკველიასა და ალექსანდრ დრაგოვიჩს შორის გააკეთებენ

altLeicestermercury: "ლესტერი" საბა კვირკველიას არ შეიძენს

altინგლისური პრესა: "ლესტერის"

მწვრთნელს საბა კვირკველიას დამატება სურს
მკითხველის კომენტარები / 3 /
დამთავრდა ინგლისური ოცნება?
რას ვიფიქრებდიr
13:26 09-08-2018
3
კვირკველიაზე რომ არაფერი ვთქვათ, დრაგოვიჩიც აღარ იყიდეს და ვიღაც თურქი ამჯობინეს?! ჰოდა მაგ ლესტერია თუ სლე-შტერი, მაგათ წელს გასავარდნად გაუხდებათ საქმე. აგერ ნახეთ რა მოუვათ სეზონის ბოლოს
Fani
14:38 09-08-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული