ხოსეპ გვარდიოლა: ზოგჯერ მენდის მოკვლა გვინდა, ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბენჟამინ მენდიზე ისაუბრა.

პრემიერლიგის პირველ ტურში "ქალაქელებმა" ლონდონის "არსენალი" სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. გოლები რაჰიმ სტერლინგმა და ბერნარდ სილვამ გაიტანეს, ორივე საგოლე გადაცემა მენდიმ გააკეთა.

"ზოგჯერ მისი მოკვლა გვინდა და ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს, ფიქრობ: "ვაუ, რა ფეხბურთელი გვყავს! ის ენერგიას გვმატებს. მენდის შეუძლია მოუმატოს და იმედი მაქვს, დავარწმუნებთ მას, ცოტა ხნით დაივიწყოს სოციალური ქსელები და კიდევ მოუმატოს", - თქვა გვარდიოლამ.

მენდი "სიტიში" "მონაკოდან" 2017 წელს, 57.4 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

2018 წელს მენდიმ
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

altპრემიერლიგა. I ტური: ყველაზე საჩემპიონო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული