ვილიანი კონტეზე ალაპარაკდა - "ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდა და თუ ის დარჩებოდა, მე წავიდოდი"

AutoSharing Option
Evening Standard-მა ლონდონის "ჩელსისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველ ვილიანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სამხრეთამერიკელი ყოფილ დამრიგებელ ანტონიო კონტეს შესახებ საუბრობს.

ვილიანს შემოთავაზებები "მანჩესტერ იუნაიტედიდან"  და "ბარსელონადან" ჰქონდა, თუმცა ის "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩა.

ფეხბურთელს ჰკითხეს, დარჩებოდა თუ არა "არისტოკრატთა" რიგებში იმ შემთხვევაში, თუ ანტონიო კონტე მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებდა.

"შანსი არ არის. კონტეს დარჩენის შემთხვევაში, მე კლუბიდან წავიდოდი. სარის მოსვლის შემდეგ ჩვენ სრულიად განსხვავებული სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ.

ახლა მწვრთნელი გვეუბნება, გადით და თქვენი თამაშით სიამოვნება მიიღეთო.

მაგალითად, შაბათს "არსენალს" ვეთამაშებით. კონტე რა სტილის
ფეხბურთსაც გვათამაშებდა, ამით "მეთოფეებს" ვერ ვამარცხებდით, ახლა კი უფრო მეტი შანსი გვაქვს.

ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდა და არ მესმის, რატომ უნდა ჩაჯდე დაცვაში, როდესაც გუნდში ისეთი შემტევი მოთამაშეები გყავს, როგორებიც ედენი აზარი და პედრო არიან", - აღნიშნა ვილიანმა.

altვილიანი: კონტესთან ძნელი იყო მუშაობა, იმედია სარი ასეთი არაა

altმოურინიოს ახალი გეგმა - პორტუგალიელი ვილიანის ტრანსფერს მიუბრუნდა

alt"ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა [VIDEO]

altმაურიციო სარი: "ჩელსისგან" "ნაპოლის" გაკეთებას არ ვაპირებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული