სერხიო აგუერო: მანჩესტერში პირველი წელი ვიტანჯებოდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ინგლისში გატარებული პირველი თვეების შესახებ ისაუბრა.

"მანჩესტერში პირველი წელი ვიტანჯებოდი. იყო მატჩები, როცა თოვლში ვთამაშობდით. ასეთ ამინდში თამაში საშინელებაა. სახეზე ყინული მქონდა და ლამის შეცვლა ვითხოვე. დამიჯერეთ, ხელები, სახე და მთელი სხეული ძალიან მტკიოდა", - თქვა აგუერომ Amazon All or Nothing-ის დოკუმენტურ ფილმში.

გარდა ამისა, არგენტინელმა დაამატა, რომ დროის დიდ ნაწილს სახლში მარტო ატარებს. შვილი ბენჟამინი დედასთან ერთად არგენტინაში ცხოვრობს და თვეში ერთი კვირით მამასთან ჩამოდის.

სერხიო აგუეროს დებიუტი "ქალაქელებში" 2011 წელს შედგა. მაშინ
"სუონსისთან" მატჩში ის მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა და 68-ე წუთზე უკვე გაიტანა.

2012 წელს "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი მისი გოლის წყალობით გახდა. არგენტინელმა ქპრ-ს 94-ე წუთზე გაუტანა.

alt "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსის" სუპერთასზე სერხიო აგუეროს დუბლით სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული