პრემიერლიგა. II ტურის წინ: ლონდონური დერბი - სარი VS ემერი!

AutoSharing Option
ინგლისის მთავარ ლიგაში ცენტრალური დაპირისპირება იქნება ლონდონური დერბი "ჩელსისა" და "არსენალის" მონაწილეობით.

შარშანდლისგან განსხვავებით, ეს ორი გუნდი წლეულს ახალი მწვრთნელებით წარდგება ერთმანეთის წინაშე. განსხვავებულია ის შედეგიც და თამაშის ხარისხიც, რაც "ჩელსიმ" და "არსენალმა" პირველ ტურში აჩვენეს.

მაურიციო სარის შეგირდებმა "ჰადერსფილდს" სტუმრად 3:0 მოუგეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ "არისტოკრატებს" პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა სტაბილურობა ჯერ კიდევ მისაღწევია და ეს ყოველ მომდევნო ტურში უნდა გამოჩნდეს. ახალი მწვრთნელი ასე უცბად ვერ დაალაგებს გუნდს, ამიტომ, სარის პრობლემები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეექმნას მანამ, ვიდრე ყველა და
ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

ძალიან უსახური იყო "არსენალი" "სიტისთან" პირველი ტურის საშინაო მატჩში, რომელიც ჩემპიონის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. უნაი ემერის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდზეც ვერ ვიტყვით, რომ დღესვე იდეალურად თამაშობს. ფორმის პიკამდე ჯერ კიდევ შორია.

თან ზეგინდელი მატჩიდან მოყოლებული, "სიტის" კარგა ხნით გამოაკლდება კევინ დე ბრუინი, რომელმაც ოთხშაბათის ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. როგორც ამბობენ, გვარდიოლა მის შემცვლელად ბერნარდო სილვას განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, "ჰადერსფილდი" ის მეტოქეა, რომელთანაც ექსპერიმენტები შესაძლებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს "ბრაიტონს", ვისთანაც გასულ სეზონში 0:1 წააგო. საინტერესოა, როგორ ითამაშებს მეორე ტურში "ლივერპული", მას მერე, რაც სტარტზე 4:0 გაანადგურა ზაფხულში საკმაოდ გაძლიერებული "ვესტ ჰემი".

კარგი გუნდი ჩანს "კრისტალ პალასი", რომელმაც პირველ ტურში სტუმრად 2:0 მოუგო პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ფულჰემს". ამდენად, "ლივერპულის" ჩასვლა "სელჰარტს პარკზე" ძალიან საინტერესო მოვლენად მოჩანს. გასულ სეზონში "წითლებმა" ლონდონელ "არწივებს" ორივე თამაში მოუგეს.

ფაქტები
  • "არსენალი" და "ჩელსი" პრემიერლიგაში 52-ე მატჩს ჩაატარებენ. აქედან, "მეთოფეებს" თამაშების 54 პროცენტი აქვთ მოგებული, "არისტოკრატებმა" კი 54 პროცენტი მოიგეს ბოლო 26 დაპი
  • რისპირებიდან.
  • დამარცხების შემთხვევაში, "არსენალი" გაიმეორებს 1992/93 წლების სეზონის სტარტს, როცა გუნდმა პირველი ორი მატჩი წააგო.
  • "ევერტონი" არ დამარცხებულა "საუთჰემპტონთან" პრემიერლიგის 13 საშინაო შეხვედრაში.
  • "ნიუკასლმა" "კარდიფს" ჩემპიონატის (სხვადასხვა დონეზე) ბოლო 10 მატჩიდან ათივე მოუგო.
  • 2004 წლის შემდეგ "ლესტერი" და "ვულვზი" პირველად ხვდებიან ერთმანეთს პრემიერლიგის ეგიდით.
  • "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო ("ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" გასულ სეზონში).
  • "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს პრემიერლიგის 20 გუნდიდან 17-ისთვის აქვს გოლი გატანილი. დარჩენილი სამიდან ("ბრაიტონი", "კარდიფი", "ვულვზი") ერთ-ერთი სწორედ ამ ტურის მეტოქეა, ვინც ლუკაკუს ჯერ არ დაუმწუხრებია.
  • "კრისტალ პალასი" და "ლივერპული" ორშაბათ დღეს უკანასკნელად 2014 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. 78-ე წუთისთვის ლონდონური გუნდი 0:3-ს აგებდა, თუმცა თამაშის გადარჩენა მოახერხა (3:3).
  • სადიო მანემ ("ლივერპული") "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გასათვალისწინებელია, რომ სენეგალელმა 2 გოლი გაიტანა "ვესტ ჰემთან" პირველი ტურის მატჩში.
  • ერთი გოლიც და, "კრისტალ პალასის" ფორვარდი ვილფრიდ ზაჰა გახდება კლუბის საუკეთესო ბომბარდირი პრემიერლიგის ეგიდით. დღესდღეობით, მას და კრის არმსტრონგს 23-23 გოლი აქვთ გატანილი.

პრემიერლიგა. II ტური
შაბათი. 18 აგვისტო
15:30 კარდიფი-ნიუკასლი
18:00 ევერტონი-საუთჰემპტონი
18:00 ლესტერი-ვულვზი
18:00 ტოტენჰემი-ფულჰემი
18:00 ვესტ ჰემი-ბორნმუთი
20:30 ჩელსი-არსენალი

კვირა. 19 აგვისტო
16:30 ბარნლი-უოტფორდი
16:30 მანჩესტერ სიტი-ჰადერსფილდი
19:00 ბრაიტონი-მანჩესტერ იუნ

ორშაბათი. 20 აგვისტო
23:00 კრ. პალასი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული